გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
ლოკაცია: გია ჭანტურიას N5
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-06-29 - 2027-06-29
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
კომპანიის გაყიდვების მრავალარხიანი სტრატეგიის (პირდაპირი გაყიდვები, პარტნიორული ქსელი, ონლაინ პლატფორმები და კორპორატიული გაყიდვები) დაგეგმვა, განვითარება და მართვა;
თითოეული გაყიდვების არხისთვის მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ზრდის უზრუნველყოფა;
ახალი სტრატეგიული პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
კორპორატიულ ორგანიზაციებთან, ბანკებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, აფილირებულ პარტნიორებთან და სხვა ბიზნეს სუბიექტებთან თანამშრომლობის განვითარება;
კომპანიის ძირითადი სადაზღვევო პროდუქტების (ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტო და ქონების დაზღვევა) ბიზნეს განვითარების პროექტების ინიცირება და განხორციელება;
ახალი პროდუქტებისა და კომერციული ინიციატივების დანერგვის მხარდაჭერა;
მარკეტინგისა და ციფრული არხების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ეფექტური გაყიდვების კამპანიების დაგეგმვის მიზნით;
კომერციულ და ბიზნესის განვითარების დირექტორთან ერთად წლიური გაყიდვებისა და განვითარების გეგმების მომზადება;
კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორებისთვის კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ბიზნეს-ქეისების მომზადება;
შიდა დეპარტამენტებთან (ანდერრაითინგი, ოპერაციები, მარკეტინგი) ეფექტური კოორდინაცია;
ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი;
გაყიდვების არხების, პარტნიორებისა და ბიზნეს განვითარების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება;
ბიზნეს განვითარების პროექტებისა და პარტნიორული პროგრამების ეფექტიანობის შეფასება (ROI).
რას ვითხოვთ:
უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით;
მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილებას გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორული არხების მართვის მიმართულებით;
უპირატესობა მიენიჭება დაზღვევის, საბანკო, ფინანსური სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
სტრატეგიული აზროვნებას და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარს;
მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარებს;
MS Office-ის (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) კარგ ცოდნას;
უცხო ენების ფლობას (მინიმალური დონე B1/B2);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას.
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ულიმიტო სასაუბრო დროს;
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!