საცალო გაყიდვების მენეჯერი
15-05-2026 - 16-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • აქტიური მონაწილეობა ფიზიკური პირი მომხმარებლების მოძიებაში სხვადასხვა არხის (ტელეფონი, შეხვედრები, რეკომენდაციები, ციფრული პლატფორმები) გამოყენებით;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა – პირველადი კონტაქტიდან (KYC) პოლისის გაფორმებამდე;
  • მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
  • ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • აქტიური მონაწილეობა გაყიდვების სტიმულირების პროგრამებში, აქციებსა და კამპანიებში;

 

რას ვითხოვთ:

  • სამუშაო გამოცდილებას გაყიდვების სფეროში;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობას (Microsoft Office);

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!