საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსი
15-05-2026 - 16-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • საცალო გაყიდვების მიმართულებით ბაზრის ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
  • დადგენილი ინდივიდუალური/ჯგუფური გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება და პორტფელის ჩამოყალიბება;
  • გეგმების შესრულების მიზნით, არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეხვედრების განხორციელება და პროდუქტების პრეზენტაცია;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება - AML პროცედურის დასრულება;
  • ანდერაიტინგის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეთავაზების პირობების სინქრონიზაციის მიზნით;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და გუნდის დაკომპლექტება;
  • დაქვემდბარებული თანამშრომლების მართვა, შეფასება და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
  • ყოველთვიური/კვარტლური რეპორტების მომზადება საჭიროებისამებრ;

·      

რას ვითხოვთ:

  • სავალდებულო მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას გაყიდვების სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო სფეროში;
  • სავალდებულო გუნდის მართვის გამოცდილებას;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობას (Microsoft Office);

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!