კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
15-05-2026 - 16-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სექტორში (ფინანსები, ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები, წარმოება და სხვ.);
  • სრულფასოვანი B2B გაყიდვების ციკლის წარმართვა: საჭიროებების ანალიზი; შეთავაზების მომზადება; პრეზენტაცია; მოლაპარაკება; კონტრაქტის გაფორმება;
  • არსებული კორპორატიული პორტფელის მართვა და გაყიდვების ზრდა (Upsell / Cross-sell);
  • ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკების მუდმივი გაუმჯობესება;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი კმაყოფილების უზრუნველყოფისა და ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
  • მუშაობა შიდა გუნდებთან შეთანხმებული შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
  • პეროდული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლეს განათლებას ბიზნესის, მენეჯმენტის ან ფინანსების სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას კორპორატიული (B2B) გაყიდვებში, უპირატესად – დაზღვევის, საბანკო ან მომსახურების სექტორში;
  • სასურველ სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობის და სიცოცხლის ან ქონების, ავტო დაზღვევების მიმართულებით;
  • გაყიდვების ტარგეტების შესრულების უნარს;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, Zoho, ან სხვა);
  • მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებულ უნარებს;
  • ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილად ფლობას.
  • B2B გაყიდვების სტრატეგიების და Upselling და Cross-selling ტექნიკების ცოდნას;
  • დეტალებზე ორიენტაციას;
  • დროის ეფექტურ მართვას;
  • ემოციურ ინტელექტს;
  • გუნდური მუშაობის უნარს.

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!