რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას. პროდუქტებისა და მომსახურეობის შექმნისას კომპანია ინდივიდუალური მიდგომის პრიციპით ხელმძღვანელობს, რადგან ორგანიზაციისა და პიროვნების რისკები უნიკალურია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ ყველა რისკის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად შეიძლება, საჭიროებებზე იდეალურად მისადაგებული სადაზღვევო გეგმის შექმნა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ თქვენი რეზიუმე!