გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
29-06-2026 - 29-06-2027
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერიპოზიციაზე.

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის გაყიდვების მრავალარხიანი სტრატეგიის (პირდაპირი გაყიდვები, პარტნიორული ქსელი, ონლაინ პლატფორმები და კორპორატიული გაყიდვები) დაგეგმვა, განვითარება და მართვა;
  • თითოეული გაყიდვების არხისთვის მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ზრდის უზრუნველყოფა;
  • ახალი სტრატეგიული პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
  • კორპორატიულ ორგანიზაციებთან, ბანკებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, აფილირებულ პარტნიორებთან და სხვა ბიზნეს სუბიექტებთან თანამშრომლობის განვითარება;
  • კომპანიის ძირითადი სადაზღვევო პროდუქტების (ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტო და ქონების დაზღვევა) ბიზნეს განვითარების პროექტების ინიცირება და განხორციელება;
  • ახალი პროდუქტებისა და კომერციული ინიციატივების დანერგვის მხარდაჭერა;
  • მარკეტინგისა და ციფრული არხების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ეფექტური გაყიდვების კამპანიების დაგეგმვის მიზნით;
  • კომერციულ და ბიზნესის განვითარების დირექტორთან ერთად წლიური გაყიდვებისა და განვითარების გეგმების მომზადება;
  • კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორებისთვის კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ბიზნეს-ქეისების მომზადება;
  • შიდა დეპარტამენტებთან (ანდერრაითინგი, ოპერაციები, მარკეტინგი) ეფექტური კოორდინაცია;
  • ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი;
  • გაყიდვების არხების, პარტნიორებისა და ბიზნეს განვითარების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება;
  • ბიზნეს განვითარების პროექტებისა და პარტნიორული პროგრამების ეფექტიანობის შეფასება (ROI).

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილებას გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორული არხების მართვის მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭება დაზღვევის, საბანკო, ფინანსური სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
  • სტრატეგიული აზროვნებას და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარს;
  • მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარებს;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) კარგ ცოდნას;
  • უცხო ენების ფლობას (მინიმალური დონე B1/B2);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას.

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<