მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების ასისტენტი
ლოკაცია: გია ჭანტურიას N5
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების ასისტენტის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:მენეჯმენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;მიმდინარე პროექტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგი;პოტენციურ კლიენტებთან და ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაცია;კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება;ბიზნესის განვითარების პროცესებში მონაწილეობა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების ინიცირება;სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა. რას ვითხოვთ:უმაღლესი განათლება;ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;კომერციული აზროვნება;ორგანიზებულობა, ინიციატივობა, დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.უპირატესობად ჩაითვლება:კლიენტებთან ურთიერთობის და/ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;კორპორაციულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. კანდიდატის შერჩევის ეტაპები:საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;პერსონალური მონაცემების გადამოწმება;წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;ცნობა ნასამართლეობის შესახებ. რას გთავაზობთ:საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;ჯანმრთელობის დაზღვევას;ულიმიტო სასაუბრო დროს;გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; გისურვებთ წარმატებას!