ლოკაცია: გია ჭანტურიას N5
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ვადა: 2026-06-26 - 2026-07-27
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ღამის ოპერატორის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს, სამუშაო საათები 20:00 -09:00
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
ცხელ ხაზზე შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის სადაზღვევო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
სადაზღვევო ანაზღაურებისათვის ინსტრუქციის გაცემა სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით;
მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში, დაზღვეულის მხრიდან სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის დაფიქსირება (საგარანტიო წერილი, მიმართვა, ანაზღურება), დაზღვეულისათვის სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროებისამებრ, აღნიშნული მოთხოვნის ელექტრონული დაფიქსირება;
წინასწარი ავტორიზაციას დაქვემდებარებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცემა და მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ზარალების შესახებ შეტყობინების მიღება, შესაბამის უფლებამოსილ განყოფილებებზე/პირებზე ინფორმაციის გადაცემა, პროგრამულად (IBF) დაფიქსირება და ელექტრონულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ საკონტაქტო პირებთან;
ვიზიტების პროგრამულად (ე.წ. „ბუქინგის პროგრამა“) დაგეგმვა ოჯახის ექიმებთან / სპეციალისტებთან/ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე პროვაიდერ კლინიკებში;
საჭიროებისამებრ პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტების სატელეფონო შეთავაზება და აღრიცხვა, ხოლო პოტენციური კლიენტების მხრიდან სურვილის ან დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაციის გაყიდვების დეპარტამენტისთვის გადაცემა ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
შიდა ზარების რეგულირება, კერძოდ, ისეთი საკითხების გადაცემა სხვა უფლებამოსილი განყოფილებისთვის, რომელიც სცილდება ასისტანსის განყოფილების ფუნქციებს და/ან მოვალეობებს;
მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხის შეფასება სხვადასხვა ფორმის სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით და შესაბამისი ფორმის წარმოება ;
გამოტოვებულ ზარებზე უკუკავშირის უზრუნველყოფა;
რას ვითხოვთ:
უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება;
1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ულიმიტო სასაუბრო დროს;
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.