სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის, წლიური სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
- 360° მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება, ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით;
- მარკეტინგული კომუნიკაციის კონცეფციების, კრეატიული ბრიფებისა და სარეკლამო მასალების შემუშავებისა და წარმოების პროცესის მართვა, ბრენდის სტანდარტების დაცვით;
- ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მარკეტინგული აქტივობებისა და კონტენტის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების ბაზარზე წარდგენის, პოპულარიზაციისა და პარტნიორული მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, სამიზნე სეგმენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა;
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობისა და ძირითადი KPI-ების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის შესრულების, პროექტების ვადებისა და ხარისხის კონტროლი, დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;
- სარეკლამო სააგენტოებთან, მედიასთან, ინფლუენსერებთან, მომსახურების მომწოდებლებსა და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა მარკეტინგული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ინტეგრირებული კამპანიებისა და პროექტების მართვის მიმართულებით;
- ბრენდის მართვის, ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კარგი ცოდნა;
- ციფრული სარეკლამო პლატფორმებისა (Meta Ads, Google Ads) და ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, ხარჯების კონტროლისა და ანგარიშგების გამოცდილება;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა, ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) კარგი ცოდნა და ინგლისური ენა არანაკლებ B2 დონეზე.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
- გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
- პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
- წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!