თანხმობა AI-თ მონაცემების დამუშავების თაობაზე

თანხმობა მონაცემების ნაწილობრივი ავტომატიზირებული ფორმით დამუშავებაზე (მათ შორის პროფაილინგზე)

თანახმა ვარ, ჩემი დასაქმების მიზნით, სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ის სისტემაში ჩემ მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია დამუშავდეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით, რაც გულისხმობს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეზიუმედან ჩემი მონაცემების ამოღებას ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენას. ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით – შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ის მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიხმო თანხმობა სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-სათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ.ფოსტა: hr@benefits.ge; ცხელი ხაზი: 032 2 500 001). AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.