სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო პოლისების ადმინისტრატორის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით სადაზღვევო პოლისის მომზადება არსებული პროცედურის შესაბამისად;
- პერსონის პროგრამული რეგისტრაცია, მონაცემების ცვლილება/გასწორება;
- პოლისთან დაკავშირებული ცვლილებების პროგრამული ასახვა;
- საცალო პოლისების გაუქმება, მენეჯერთან და დებიტორებთან შედარება;
- სამოგზაურო დაზღვევის გამოწერა პროგრამულად;
- არქივის წარმოება, როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული სახით (ფაილინგი, დასკანერება);
- ზარალების ან/და გაყიდვების მენეჯერების მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო პოლისის (დოკუმენტაციის) მიწოდება;
რას ვითხოვთ:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით MS Excel)
- მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას
- ანალიტიკური აზროვნებას
- დეტალებზე ორინტირებულობას
- პასუხისმგებლობის გრძნობას
- გუნდური მუშაობის უნარს
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!