მარკეტინგის უმცროსი მენეჯერი
29-06-2026 - 29-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და ორგანიზებაში ჩართულობა;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა, ბიუჯეტირებისათვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება;
  • კომპანიის მარკეტინგული პროექტების განხორციელება მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებით;
  • მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
  • მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი კამპანიების შემუშავება;
  • სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ კვლევებში მონაწილეობა;
  • მომხამრებელთა ქცევის ანალიზის საფუძველზე ტარგეტირებული კამპანიების ინიცირება/განხორციელება;
  • კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობა, მარკეტინგთან დაკავშრებული სხვადასხვა ტიპის მასალების დამზადების პროცესში ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • კომპანიის ვიზუალური მასალის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი;

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილებას მარკეტინგის სფეროში;
  • პროექტების დაგეგმვის და მართვის ცოდნას/გამოცდილებას;
  • უცხო ენების ფლობას (მინიმალური დონე B1/B2);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას;

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<