არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერი (Online)
04-05-2026 - 05-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 დისტანციურ რეჟიმში

ანაზღაურება: ფიქსირებული

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • შემოსული ინფორმაციის დროული კონტროლისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა;
  • ზარალების შესახებ ინფრომაციის შესაბამის ბაზაში შენახვის კონტროლი;
  • განაცხადების პროგრამულად აღრიცხვის კონტროლი;
  • ზარალის ანაზღაურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • დაზღვეულის იდენტიფიცირება, შემოსული ინფორმაციის სადაზღვევო დაფარვებთან შესაბამისობის დადგენა, დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დიაგნოზთან, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • მედიკამენტების ანაზღაურების შემთხვევაში დანიშნული მედიკამენტის ჯგუფის, რეგისტრაციის შემოწმება;
  • სადაზღვევო ლიმიტების კონტროლი;
  •  ანაზღაურების ოქმის მომზადება;
  • გადასარიცხი ფორმის მომზადება, შემდგომში რეესტრული აღრიცხვა და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა;
  • მიღებული ზარალის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა;
  • დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე;

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!