სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის ანალიტიკოსის (Primary Healthcare Analyst) პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- პირველადი ჯანდაცვის ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზების, დარღვევებისა და შეუსაბამობების ანალიზის განხორციელება.
- ოჯახის ექიმების მიერ გაცემული მიმართვების, დანიშნულებებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორისა და შესაბამისობის ყოველდღიური გადამოწმება, კლინიკური დასაბუთებისა (diagnosis justification) და სამედიცინო მომსახურების მიზნობრიობის შეფასების ჭრილში.
- შიდა პროტოკოლების, სადაზღვევო პირობებისა და საქართველოში მოქმედი კლინიკური გაიდლაინების დაცვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.
- საჭიროების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირების განხორციელება და შესაბამისი სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კომუნიკაციის წარმოება.
- პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, ძირეული მიზეზების ანალიზის (Root Cause Analysis) ჩატარება და მაკორექტირებელი/პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
- პერიოდული ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება და კომპანიის მენეჯმენტთან წარდგენა პროცესების გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით.
რას ვითხოვთ:
- უმაღლეს სამედიცინო განათლებას;
- მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო ან ჯანდაცვის სფეროში (ოჯახის ექიმი, ჯანდაცვის ანალიტიკა, ხარისხის კონტროლი ან მსგავსი ფუნქცია);
- ძლიერ ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას;
- ობიექტურობას და დამოუკიდებელი შეფასების უნარს;
- კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის მართვის მაღალი სტანდარტს;
- სასურველ კლინიკურ გამოცდილებას;
- მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების სასურველი ცოდნას (Excel, BI tools და სხვ.);
- პროცესების გაუმჯობესების მეთოდოლოგიების ცოდნას.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
გისურვებთ წარმატებას!