სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საცალო გაყიდვების განყოფილებაში.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. №8
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტების შესწავლა;
- პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან დაკავშირება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);
უნარები:
- ეფექტური პრეზენტაციის, მოლაპარაკების გამართვის უნარი;
- მიზანდასახულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
რას გთავაზობთ:
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ გრძელვადიან დასაქმებას;
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!