სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სიცოცხლის და სამოგზაურო დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- სიცოცხლისა და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობა (მათ შორის, ვორდინგის/პოლისის პირობების ფორმირება);
- სიცოცხლისა და სამოგზაურო დაზღვევის ზარალების რეგულირების პროცესის სრული ციკლის მართვა;
- დროული, ზუსტი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა.
- სადაზღვევო შემთხვევების მიღება, შესწავლა, შეფასება და რეგულირება სადაზღვევო პოლისის პირობების, ანდერაიტინგის პრინციპებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- სადაზღვევო შემთხვევის დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება და კომპენსაციის დამტკიცება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
- სამოგზაურო დაზღვევის შემთხვევების კოორდინაცია საერთაშორისო ასისტანს კომპანიებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან.
- რთული და მაღალი ღირებულების სადაზღვევო შემთხვევების მართვა, რისკების შეფასება და შესაძლო თაღლითობის პრევენციის უზრუნველყოფა.
- ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა დაზღვეულებთან, სადაზღვევო შუამავლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, გადამზღვეველებთან და სხვა პარტნიორებთან ზარალის რეგულირების მთელი პროცესის განმავლობაში.
- ზარალების ანალიზი, რეზერვების კონტროლი, ანგარიშგების მომზადება და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPIs) მონიტორინგი.
- შიდა პოლიტიკების, რეგულაციების, მომსახურების სტანდარტებისა და დოკუმენტაციის წარმოების მოთხოვნების დაცვა.
- ზარალების რეგულირების პროცესების, მომხმარებლის გამოცდილებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების ინიციირება.
- ზარალების რეგულირების პოლიტიკის, პროცედურებისა და ხარისხის სტანდარტების შემუშავებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
- ზარალების ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზი რისკების მართვის, პროდუქტის განვითარების და ანდერაიტინგის პროცესების მხარდასაჭერად.
რას ვითხოვთ:
- უმაღლეს განათლებას (სასურველია ფინანსების, ბიზნესის, მედიცინის ან სამართლის მიმართულებით);
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში (სასურველია სიცოცხლის ან სამოგზაურო დაზღვევაში);
- დაზღვევის პროდუქტებისა და პოლისების პირობების (ვორდინგის) ცოდნას;
- შემთხვევების რეგულირების პრაქტიკულ გამოცდილებას;
- ანალიტიკურ აზროვნებას და დეტალებზე ორიენტირებულობას;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
- ინგლისური ენის ცოდნას;
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) ცოდნას.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!