სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- სოციალური მედიის მართვის სტრატეგიის შემუშავება;
- კომპანიის სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიური მართვა;
- სოციალური მედიის კონტენტ სტრატეგიის მომზადება და გრაფიკულ დიზაინერთან მუშაობა;
- ციფრული სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით, მათ შორის Meta-სა და Google ads-ზე;
- კომპანიის ვებ-გვერდის სამართავ პანელში მუშაობა და ცვლილებების შეტანა;
- სოციალური მედიის არხების მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
- ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების მართვა;
რას ვითხოვთ:
- სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- აუცილებელია: Facebook ads/Business Manager, Google Analytics, Google Ads -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
- ენები: ქართული, ინგლისური - ძალიან კარგად;
- სტრატეგიული დაგეგმარების უნარი;
- ბრენდინგის საფუძვლების ცოდნა;
- სტრატეგიული კომუნიკაციის უნარი;
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!