სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კომპანიის სტუმრების და მომხმარებლების დახვედრა და სწორი გადამისამართება;
- დაზღვეულის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
- საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და დაზღვეულისთვის მიწოდება;
- შემოსული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, დასკანირება, შენახვა. დასკანირებული ვერსიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა;
- გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის დახარისხება და სისტემატიზაცია;.
- ორიგინალი დოკუმენტაციის დახარისიხება და პროგრამული მონიშვნა;
- მომხმარებლისათვის სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაფორმების მხარდაჭერა;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;
- შეხვედრების ოთახის ჯავშნის უზრუნველყოფა;
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!