პირველადი ჯანდაცვის მართვის მენეჯერი (დეკრეტის შემცვლელი)
24-11-2026 - 25-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის მართვის მენეჯერის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე. 

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

დასაქმების ტიპი: დროებითი (დეკრეტის შემცვლელი)

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • პროგრამის აქტიურ ფაზაში წარმოდგენილი მოთხოვნების - შემდგომში მიმართვების მიღება, დამუშავება ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში განსაზღვრული დელეგირების ფარგლებში (როგორც ფრონტის მიერ ასახული, ასევე დაზღვეულის მიერ ონლაინი მოთხოვნების, ასევე პროვაიდერული კლინიკების მოთხოვნების შესაბამისი პლათფორმიდან);
  • ონლაინვშემოსული საავადმყოფო ფურცლისვ(შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) ს/ფ წარმოების წესის ფარგლებში დელეგირება  და/ან შესაბამისი პირისთვის წერილობითი პასუხი;
  • შიდა პროტოკოლების, სადაზღვევო პირობებისა და საქართველოში მოქმედი კლინიკური გაიდლაინების დაცვის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
  • მიმართვების ავტორიზება;
  • ავტორიზების შემდეგ დადებითად გადაწყვეტილი/დადასტურებული მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელ. ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა, იმ შემთხვევაში თუ პროვაიდერი კლინიკა არ არის ჩართული ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ სისტენმაში.
  • განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ პასუხისმგებელი (მიმართვის შემქმნელი) პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით (პროგრამულად, წერილობით, ვერბალურად);
  • ბიზნეს პროცესში დაკავშირებულ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა და დადგენილი დედლაინების დაცვა;

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორინტირებულობას;
  • გუნდური მუშაობის უნარს; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობას; 

 

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:

  • საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
  • გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
  • პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
    • ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
    • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!