სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 4600 ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №7
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ოფისის გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
- კომპანიის სტუმრების და მომხმარებლების დახვედრა და სწორი გადამისამართება;
- დაზღვეულის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება/საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და დაზღვეულისთვის მიწოდება;
- შემოსული კორესპოდენციის მიღება, რეგისტრაცია, დასკანირება, შენახვა; დასკანირებული ვერსიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა;
- გასული კორესპოდენციის რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა;
- შემოსული და გასული კორესპოდენციის დახარისხება და სისტემატიზაცია;
- მომხმარებლისათვის სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაფორმების მხარდაჭერა;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;
რას ვითხოვთ:
- სასურველია მითითებულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგელობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- პუნქტუალურობა;
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
- გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
- პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
- წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!