სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- აქტიური მონაწილეობა ფიზიკური პირი მომხმარებლების მოძიებაში სხვადასხვა არხის (ტელეფონი, შეხვედრები, რეკომენდაციები, ციფრული პლატფორმები) გამოყენებით;
- გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა – პირველადი კონტაქტიდან (KYC) პოლისის გაფორმებამდე;
- მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
- ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება;
- აქტიური მონაწილეობა გაყიდვების სტიმულირების პროგრამებში, აქციებსა და კამპანიებში;
რას ვითხოვთ:
- სამუშაო გამოცდილებას გაყიდვების სფეროში;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობას (Microsoft Office);
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!