ოჯახის ექიმის ასისტენტი
15-06-2026 - 16-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • უზრუნველყოს ოჯახის ექიმის დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებსა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
  • ჩაწერილი და ჩაუწერელი დაზღვეულების რიგის მართვა;
  • ოჯახის ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
  • ოჯახის ექიმის მითითებით დაზღვეულისთვის მედიკამენტების (მათ შორის, სპეციალისტის მიერ დანიშნულის) გადატანა საგარანტიო ფურცელზე;
  • ოჯახის ექიმის მიერ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის და ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციაზე გაცემული მიმართვების გამოწერა;
  • ოჯახის ექიმისთვის სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების მოძიება;
  • პაციენტის ისტორიისა და კურსუსის უშეცდომო შევსება ოჯახის ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
  • ოჯახის ექიმის მითითებით ბიულეტინის გახსნა;
  • ოჯახის ექიმის მითითებით პაციენტებთან დაკავშირება დაავადებაზე მეთვალყურეობის მიზნით;
  • უკმაყოფილო პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პრეტენზიის დაფიქსირების პროცედურის შესახებ;
  • ოჯახის ექიმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლეს განათლებას მედიცინის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (MS Office);
  • ანალიტიკური აზროვნებას;
  • დეტალებზე ორინტირებულობას;
  • პასუხისმგებლობის გრძნობას;
  • გუნდური მუშაობის უნარს.

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!