სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- საცალო გაყიდვების მიმართულებით ბაზრის ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
- დადგენილი ინდივიდუალური/ჯგუფური გაყიდვების გეგმების შესრულება;
- კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება და პორტფელის ჩამოყალიბება;
- გეგმების შესრულების მიზნით, არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეხვედრების განხორციელება და პროდუქტების პრეზენტაცია;
- კლიენტების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება - AML პროცედურის დასრულება;
- ანდერაიტინგის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეთავაზების პირობების სინქრონიზაციის მიზნით;
- თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და გუნდის დაკომპლექტება;
- დაქვემდბარებული თანამშრომლების მართვა, შეფასება და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
- ყოველთვიური/კვარტლური რეპორტების მომზადება საჭიროებისამებრ;
·
რას ვითხოვთ:
- სავალდებულო მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას გაყიდვების სფეროში;
- სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო სფეროში;
- სავალდებულო გუნდის მართვის გამოცდილებას;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობას (Microsoft Office);
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!