სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი (ფრონტი) - თბილისი
08-06-2026 - 09-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

 

მისამართი: ქ.თბილისი, რ. ლაღიძის N8

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 -18:00, შაბათი - 10:00-დან 14:00-მდე

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • დაზღვეულების მიღება-მომსახურება: დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში;
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა: განხილული ქეისების პასუხის შეტყობინება ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით; 
  • დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  • განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;
  • დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ფლობა (მინიმალური დონე B1/B2);
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო/სამედიცინო სფეროში მსგავს პოზიციაზე; 

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<