სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პირადი მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- დაზღვეულთა კმაყოფილების და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპანიაში დანერგილი სტანდარტების გათვალისწინებით;
- დაზღვეულსა და კომპანიას შორის მაკავშირებელი ფუნქციის შესრულება;
- დაზღვეულთა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია საჭიროების შემთხვევაში;
- პირადი მენეჯერების ტექნიკური მხარდაჭერა;
- პირადი მენეჯერების შვებულების დროს მათი პორტფელის მართვა საჭიროებისამებრ (დაზღვეულებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა);
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, მსგავს პოზიციაზე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური დონე B1/B2);
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!