არასამედიცინო ზარალების მენეჯერი
16-09-2026 - 16-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • არასამედიცინო ზარალებთან დაკავშირებული ისეთი პროცესების მართვა როგორციაა: შემთხვევაზე გასვლა და სურათების გადაღება დაზიანებული ქონებისთვის საჭიროებისამებრ, განაცხადის შევსების უზრუნველყოფა, ზარალზე ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება /შეგროვება, ზარალის შეფასების გადამოწმება;
  • ზარალის დარეგულირება;
  • კლიენტის ინფორმირება ზარალის დარეგულირების პროცედურებისა და ვადებთან დაკავშირებით;

რას ვითხოვთ:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას; 
  • მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას; 
  • დეტალებზე ორინტირებულობას; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობას; 
  • გუნდური მუშაობის უნარს; 


რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!