გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
19-10-2026 - 19-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

  1. გაყიდვების არხების განვითარების წლიური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, განსაზღვრული ბიზნესმიზნებისა და შესრულების ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მიღწევის უზრუნველყოფა;
  2. ახალი გაყიდვების არხებისა და ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება, პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, თანამშრომლობის პირობების განსაზღვრა და სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
  3. საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, ციფრულ პლატფორმებთან და სხვა ბიზნესპარტნიორებთან გრძელვადიანი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
  4. არსებული პარტნიორული ურთიერთობების ეფექტიანი მართვა, თანამშრომლობის გაღრმავება, პარტნიორების საჭიროებების იდენტიფიცირება და ერთობლივი ბიზნესშესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
  5. პარტნიორული გაყიდვების არხებისთვის კომერციული პირობების, საფასო პოლიტიკის, საკომისიო სქემებისა და მარჟის მოდელების შემუშავება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ბიზნესის მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით;
  6. კერძო სექტორის სატენდერო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, სატენდერო წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია, სატენდერო პროცესების სრულყოფილი მართვა და შედეგების მონიტორინგი;
  7. კორპორატიული კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომერციული შეთავაზებების, ბიზნესპრეზენტაციებისა და ბიზნესქეისების შემუშავება;
  8. პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ფინანსური ურთიერთანგარიშსწორების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;
  9. ციფრული პროექტების მენეჯერთან, დეველოპერებთან და სხვა ტექნიკურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ბიზნესსაჭიროებების იდენტიფიცირება, ფუნქციური მოთხოვნებისა და ტექნიკური დავალებების ფორმირება, პროექტების განხორციელებისა და დანერგვის პროცესების კოორდინაცია;
  10. გაყიდვების არხებში მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება და განხორციელება, სადაზღვევო პროდუქტების შეძენის პროცესების ოპტიმიზაცია და ციფრული მომსახურების ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა;
  11. ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და კომერციული ინიციატივების პარტნიორულ გაყიდვების არხებში დანერგვის უზრუნველყოფა, პარტნიორების საჭიროებებსა და ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების განვითარების ინიცირება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთობლივი პროცესების მართვა;
  12. მარკეტინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  13. პროექტების შესახებ მენეჯმენტისთვის რეგულარული ანალიტიკური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორული არხების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • სადაზღვევო, საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოების, სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მართვის, ასევე სახელშეკრულებო პროცესების ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ციფრული პროექტების მართვის, ბიზნესმოთხოვნების განსაზღვრისა და ტექნიკურ გუნდებთან კოორდინირებული მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კერძო სექტორის სატენდერო პროცესებში მონაწილეობის, სატენდერო წინადადებების მომზადებისა და პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომერციული შეთავაზებებისა და ბიზნესქეისების შემუშავების, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზისა და კომერციული გადაწყვეტილებების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, განვითარებული ორგანიზაციული, კომუნიკაციისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად ეფექტიანი მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ისა და PowerPoint-ის, ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია არანაკლებ B2 დონეზე).

 

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:

  1. საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
  2. გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
  3. პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
  4. წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
    • ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
    • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!