მარკეტინგის მენეჯერი
20-10-2026 - 21-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. №8

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის, ბიუჯეტისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • 360° მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და შედეგების შეფასება;
  • ბრენდული, პროდუქტული, საიმიჯო და გაყიდვების მხარდამჭერი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მარკეტინგული კამპანიებისთვის საკომუნიკაციო კონცეფციების, კრეატიული იდეებისა და შესაბამისი ბრიფების მომზადება;
  • ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის მარკეტინგული აქტივობებისა და კონტენტის დაგეგმვა და მართვა;
  • სარეკლამო, საინფორმაციო და საპრომოციო მასალების შექმნისა და წარმოების პროცესის კოორდინაცია, ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების ბაზარზე წარდგენისა და პოპულარიზაციის მარკეტინგული მხარდაჭერა;
  • პარტნიორული მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებებისა და სპეციალური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებელთა ქცევის, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი;
  • მომხმარებელთა სამიზნე სეგმენტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათ საჭიროებებზე მორგებული მარკეტინგული აქტივობების ინიცირება;
  • მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობისა და ძირითადი KPI-ების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • მარკეტინგული პროექტების შესრულების ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის კონტროლი, ყოველთვიური მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება, დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;
  • სარეკლამო სააგენტოებთან, მედიასთან, ინფლუენსერებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან თანამშრომლობის მართვა;
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ერთობლივი მარკეტინგული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების მიზნით.

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ინტეგრირებული კამპანიებისა და პროექტების მართვის მიმართულებით;
  • ბრენდის მართვის, ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კარგი ცოდნა;
  • ციფრული სარეკლამო პლატფორმებისა (Meta Ads, Google Ads) და ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, ხარჯების კონტროლისა და ანგარიშგების გამოცდილება;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა, ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) კარგი ცოდნა და ინგლისური ენა არანაკლებ B2 დონეზე. 

 

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:

  1. საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
  2. გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
  3. პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
  4. წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
    • ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
    • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!