მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების ასისტენტი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების ასისტენტის პოზიციაზე.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • მენეჯმენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
  • მიმდინარე პროექტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგი;
  • პოტენციურ კლიენტებთან და ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • ბიზნესის განვითარების პროცესებში მონაწილეობა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების ინიცირება;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა.

 

რას ვითხოვთ:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • კომერციული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, ინიციატივობა, დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • კლიენტებთან ურთიერთობის და/ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კორპორაციულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

 

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:

  • საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
  • გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
  • პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
    • ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
    • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!