კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო მიმართულებით
06-10-2026 - 07-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით.

 

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

 

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

 

მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, პირველი კონტაქტის დამყარება და შეხვედრების ორგანიზება;
  • გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმართვა პირველი კონტაქტიდან მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • ინდივიდუალური გეგმის შესრულება და შედეგების ანგარიშგება.
  • კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება და სტაბილური კომუნიკაცია;
  • კლიენტის არსებული დაზღვევის პირობების, ბიუჯეტისა და პრიორიტეტების ანალიზი და შესაბამისი კომერციული შეთავაზების წარდგენა;
  • პრეზენტაციების ჩატარება, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის განვითარება;
  • ანდერაიტინგის (UW), სამედიცინო და სხვა შიდა გუნდებთან თანამშრომლობა კონკურენტული და რეალისტური პირობების შესათანხმებლად;
  • ბაზრისა და კონკურენტების შეთავაზებების შეფასება და ანალიზი, ახალი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა.

 

რას ვითხოვთ:

  • მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება კორპორატიულ (B2B) გაყიდვებში;
  • სასურველია გამოცდილება სადაზღვევო სექტორში, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით;
  • კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და გაყიდვების სრული ციკლის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კლიენტის საჭიროებების ანალიზის, კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება; ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პროფესიული და პიროვნული უნარები: 

  • დამაჯერებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მიზნის მიღწევაზე ორიენტაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
  • პასუხისმგებლობა, დეტალებზე ყურადღება და გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა.

 

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:

  • საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;
  • გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;
  • პერსონალური მონაცემების გადამოწმება;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
    • ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;
    • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

 

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ შედეგზე მიბმულ ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
  • კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!